არასამთავრობოები პარლამენტს: შეინარჩუნეთ თვითმმართველი ქალაქები!

886

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავენ და მოუწოდებენ, გაიზიარონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და უარი თქვან 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებაზე. 50-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დეპუტატებისადმი სპეციალური მიმართვა დღეს გაავრცელა.