სოფელ ნიგოეთის აღსაზრდელები ახალ საბავშვო ბაღში ივლიან

750

კიდევ ერთი თანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთში. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
შესრულებული სამუშაოების დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები.
სოფელში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და მშობლებს დიდი მანძილით დაშორებულ მეზობელ სოფელში უწევდათ ამორტიზებულ ბაღში პატარების წაყვანა. ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე საბავშვო ბაღში ორივე სოფლის აღსაზრდელები ივლიან.

ახალი სასწავლო წლისთვის, საქართველო მასშტაბით, სულ 87 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება.