ხულოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი შენდება

595

ხულოს მუნიციპალლიტეტის სოფელ ბოძაურში საბავშვო ბაღი შენდება. თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელს დაიწყო და 2018 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება. სარემონტო სამუშაოებს შპს ,,ლაპოტი“ ახორციელებს. მშენებლობაზე 8 კაცია დასაქმებული.

50 ბავშვზე გათვლილი ბოძაურის ახალი საბავშვო ბაღის სახელშეკრულებო ღირებულება 283 555 ათასი ლარია.

მშენებარე საბავშვო ბაღი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად  დაათვალიერა.