ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ თანამდებობა დატოვა

1318

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია droa.ge-ს მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს, თუმცა, რა გახდა მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ. თანამდებობა დატოვა, ასევე, მისმა მოადგილემ, დიმიტრი საყვარელიძემ.

ემზარ საბანაძე ონის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თანამდებობები, ასევე, დატოვეს თერჯოლის მერმა და მისმა მოადგილემაც.