ახალციხის გაუქმებული თვითმმართველი ქალაქის სტატუსი – ინტერვიუ დავით ლომიძესთან

885

https://www.youtube.com/watch?v=0w8yTs0nhno

რატომ მიაჩნია ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს ქალაქის თემთან მიერთება მართებულად; რატომ აქვს თემს ქალაქთან შედარებით განვითარების მეტი პოტენციალი და რას ცვლის ეს თვითმმართველობების ეფექტიან მუშაობაში.

– თქვენ, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მხარს უჭერთ, რატომ? 

რეალური თვითმმართველობა არის ფინანუსრი დამოუკიდებლობა, მუნიციპალიტეტების ქონებრივი გამიჯვნა და მატერიალური რესურსების განკარგვა. თუ ამისი დელეგირება მოხდება, რის გადმოცემასაც მთავრობა თვითმმართველობებს პირდება, ეს იქნება რეალური თვითმმართველობა. ამიტომ თუ ადგილობრივ თვითმმართველობებს უფლებამოსილებები გაეზრდებათ, რა თქმა უნდა ამას მხარს ვუჭერ და მივესალმები.

– თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ მუნიციპალიტეტების გამსხვილების შემთხვევაში თვითმმართველობები უფრო ცენტრალიზებული იქნება და რეალური თვითმმართველობა აზრს დაკარგავს, გამსხვილების საკითხი სულ ერთია თვითმმართველობის ეფექტიანი მუშაობისთვის?

ფაქტიურად სხვა ქალაქებში, გინდა ბორჯომი ავიღოთ, გინდა ახალქალაქი, ისინი გაერთაინებულები არიან და იმ მუნიციპალიტეტებში იგივე პროცესები მიმდინარეობს რაც თვითმმართველ ქალაქებში.

ახლა გაერთიანებიდან გამომდინარე იქმნება ორსაფეხურიანი თვითმმართველობა. ფაქტიურად როცა მუნიციპალიტეტები შეიქმნება, ყველა უბნებში იქნება 10 და 15–კაციანი თვითმმართველი ერთეულები. ამდენად თვითმმართველობა ასე უფრო ახლოს იქნება მოსახლეობასთან. ახლა კი ფაქტიურად მარტო თითო კაცია წარმოდგენილი ადგილზე და ბუნებრივია ისინი საკითხებს ისე ვერ წყვეტენ, როგორც ამ საკითხებს ის 10 და 15–კაციანი სათათბიროები მოაგვარებენ.

ფაქტიუად გამოდის, რომ ორსაფეხუარიანი თვითმმართველობით ხალხთან უფრო ახლოს მივდივართ, ვიდრე დღეს არსებულია მოსახლეობასთან.

– 2014 წლიდან მოყოლებული რაც თვთმმართველობა შემოიღეს ადგილობრივი ბიუჯეტი გაიზარდა თუ შემცირდა? 

როდესაც საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი განვიხილეთ მოყვანილი გვქონდა ციფრები. ჩვენთან გაიზარდა ქალაქში შემოსავლები, მაგრამ ეს შემოსავლები ძირითადად გაიზარდა რეგიონებში განსახორციელებელი პრეოქტების ფონდიდან ჩარიცხული გრანტებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერებით.

– ანუ ადგილობრივი ბიუჯეტი არ გაზრდილა?

ადგულობრივი ბიუჯეტი კი შეიძლება იყოს გაზრდილი, მაგრამ ადგილიდან შემოსული თანხებით ძირითადად ინახება მაინც ადმინსიტრაციული ხარჯები. დანარჩენი რაც ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება ქალაქში, ეს არის სულ მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით.

– თუ ადგილზე ბიუჯეტი არ გაიზარდა და გაზრდილი რაც იყო ძირითადი წილი სახელმწიფო ბიუეჯტის ხარჯზე მოდიოდა, მაშინ გამოდის რომ ამ წლის განმავლობაში ის პრემია–დანამატები რაც გაიცა თვითმმართველობაში, დაუმსახურებლად მიიღეთ? 

არა ნუ იქ, პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ის არის გაცემული ზეგანაკვეთუ საქმიანობასთან დაკავშირებით. საფუძველი აქვს ყევალფერს, პრემიასაც და დანამატსაც. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ საკუთარი შემოსავალი არ გაიზრდება. ცხოვრება ვითარდება, საკუთარი შემოსავლებიც იზრდება, მაგრამ როგორც მაგალითად სოფელმა გაზარდა საკუთარი შემოსავლები და საერთოდ აღარ სჭირდება ტრანსფერი, ასე ქალაქის შემთხვევაში არ მოხდა.

– რატომ? 

იმიტომ რომ ქარხნებია თუ სხვა კერძო ბიზნესი, უფრო ქალაქ გარეთ ვითარდება. ეს იმიტომ რომ ქალაქში ქარხნის გაკეთების ადგილი აღარ არის. ფაქტობრივად ყველაფერი ასეთი ვითრდება ქალაქ გარეთ, აიღეთ მაგალითად ჰესები, ქარხანა რომელიც სხვილისში მდებარეობს, „ატმარტინა“, რომელიც პამაჯშია, ბუნებრივი და მატერიალური რესურსები, ქალაქს არტყია გარს.

– ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ რეალრუად ქალაქს განვითარების პოტენციალი არ აქვს?

პოტენციალი აქვს.

– მაშინ რატომ ვერ მოხდა მისი გამოყენება ამ ხნის განმავლობაში თქვენი მხრიდან?

რატომ არ მოხდა და ჩვენთანაც გაიზარდა (შემოსავლები), მაგრამ იმ მასშტაბებით არ გაზრდილა როგორც თემში. რატომ არ უნდა ისარგებლოს ქალაქმა იმ მატერიალური და ბუნებრივი რესურსებით, რომლებიც გარშემო არტყამს ქალაქს?! უნდა ისარგებლოს ამით ქალაქმაც და სოფელმაც. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ მაღალმთიანში რომ გავიდა სოფლები, იქ სხვა გადასახადებია და ინდმეწარმე თუ იურიდიული პირი ცდილობს, რომ იქ გახსნას თავისი ობიექტი.

– საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც განიხილავდით ამ საკითხს, განაცხადეთ, რომ თემის და ქალაქის გაყოფით მოხდა სამსახურების დუბლირება, რომლებია ასეთი სამსახურები? 

ააიპ–ები, რომლებიც ქალაქშია იგივეა სოფელშიც. იგივე დავალებებს ასრულებენ, ქალაქში, რასაც სოფლებში. შერწყმის შემთხვევაში დარჩება ერთი ააპი და გარკვეული ხარჯები შემცირდება ამასთან დაკავშირებით.

ერთი შეკითხვა მინდა დავსვა. რატომ არის თემის მუნიციპალიტეტი ქალაქში? რამდენად კანონიერია ის, რომ ერთ ქალაქში მდებარეობს ორი ადმინსიტრაციული შენობა?

– კანონიერება სხვა საკითხია, მაგრამ თემს ადმინისტრაციული ცენტრის გადატანა შეუძლია აწყურში, ვალეში ან სადმე სხვაგან… 

შეუძლია, მაგრამ თუ მაგალთად ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ აწყურის მოსახლე მაინც ახალციხეში მოდის და იგივე მანძილის გავლა უხდება სოფლის მოსახლეობას ქალაქმდე ჩამოსასვლელად, ასე ადმინისტრაციულ ხარჯებს დავზოგავთ. გინდა ააიპ–ები აიღეთ და გინდა ადმინისტრაციული შენობა–ნაგებობები.

– რომელი ააიპ–ების გაერთიანების შემთხვევაში დაიზოგება თანხა თემშიც და ქალაქშიც?

ეს არის ჯანდაცვის ააპ–ი, დასუფთავების ააიპ–ი. ესენი ერთი და იგივე საქმეს ახორციელებენ. მაგრამ „ახალციხის ციხის“ ააიპ–ი იგივე დარჩება, რადგან ის სოფლებს არ გააჩნიათ.

– თვითმმართველი ქალაქის გაუქმების საკითხზე რომ განსხვავებული პოზიცია გქონდეთ, საჯაროდ დააფიქსირებდით?

რატომ არ დავაფიქსირებდი. ვიდრე ექსპერტებს მოვუსმენდით და ანალიზს გავაკეთებდი გაყოფა ჯობდა თუ შეერთება, მე თვითმმართველი ქალაქის გაუქმების საკითხს რომ ვეწინააღმდეგებოდი ვთქვი.

შეერთების შემთხვევაშიც არის უარყოფითი მომენტები. მაგალითად ის, რომ საჯარო მოხლეები მცირდება. ეს უარყოფითია. ხალხი, რომელიც დღემდე მუშაობს ორივე ააიპ–ში, შეერთების შემთხვევაში ნაწილი უმუშევარი დარჩება და ეს ცუდი იქნება. მაგრამ დადებითი ის არის, რომ ჩვენი სოფელი და ქალაქი ერთმანეთთან შერწყმულია და ამიტომ ეს ბევრ უხერხულობას ქმნის. დღეს მთავრობამ ჩათვალა რომ გაყოფა არასწორია და მეც ვეთანხმები მათ პოზიციას.

– მთავარ პრობლემად რა მიგაჩნიათ შეერთების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ბევრი ადამინი დარჩება უმუშევარი?

ძლიან ბევრი არ დარჩება იმიტომ რომ კარგ სპეციალსიტს არავინ გაუშვებს. მეორეც გითხარით, რომ ორსაფეხურიანი თვითმმართველობა იქნება, იმ საფეხურებში კი ეს ხალხი აუციელბად განაწილდება. შეიძლება გკარვეული რაოდენობა დარჩეს უმუშევარი, მაგრამ ბევრი არამგონია.

– კი მაგრამ ორის ნაცვლად იქნება ერთი კულტურის სამსახური, ერთი სოციალური სამსახური და ა.შ. ეს თავისთავად განახევრებას არ ნიშნავს?

არამგონია, რომ ნახევარი უმუშევარი დარჩეს. ალბათ იცით, რომ მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარეობს საჯარო მოხელეთა ოდენობაც. აქედან გამომდინარე შეერთების შემთხვევაში მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება და ამიტომ არც მოხელეები შემცირდება ძალიან. თუმცა თანამშრომლების გარკვეული პროცენტი ნამდვილად შემცირდება.