მეორე დღეა ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის გაწმენდა ვერ ხერხდება

430

წინა სტატია

მეორე დღეა ხულოში, ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის გაწმენდა ვერ ხერხდება. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

მეწყერი აქ პირველ აპრილს ჩამოწვა და ათზე მეტი სოფელი ცენტრალური საავტომობილო გზის გარეშე დატოვა. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, დილიდან ხუთი ერთეული ტექნიკა მუშაობს, თუმცა გზის გაწმენდა მეწყერის მოცულობის გამო ვერ ხერხდება.

უწყებაში კონკრეტული პასუხი თუ როდის გაიხსნება გზა ამ ეტაპზე არ აქვთ.