კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ოზურგეთის აგრარულ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

366

ოზურგეთის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ტექნიკური ჯგუფის მიერ სპეციალური ხსნარით დამუშავდა ბაზრის მთელი ტერიტორია.

აგრარული ბაზარი სადეზინფექციო ხსნარით მეოთხედ დამუშავდა. ადგილზე მუშაობს მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ და სიტუაციას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ სადეზინფექციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. დამუშავდა საბავშვო ბაღები, საჯარო სკოლები, მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოები, ყველა სტრატეგიული და საჯარო ობიქეტი. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ სანმ იქნება ამის საჭიროება. კოორდინირებულად მიმდინარეობს მუშაობა ძალოვან სტრუქტურებთან, რომლებიც მყისიერად რეაგირებენ ყველა პრობლემის გადაჭრაში და მათ მინდა მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.