კნოლევთან მისასვლელი ხიდი დაზიანდა

593

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კნოლევთან მდინარე ფრონეზე არსებული ხიდი დაზიანდა.

ადგილობრივი მაცხოვრებლის, ბადრი ციქუბაძის თქმით, თუკი ხიდი დროულად არ შეკეთდება, სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყდება.

,,ამჟამად ხიდზე თუნუქის ფილები აყრილია და საფრთხეს წარმოადგენს გადამსვლელებისთვის. აუცილებელია ხიდის კონსტრუქციაში ცვლილებები იქნას შეტანილი, რათა თავიდან ავიცილოთ რესტავრაციისთვის განკუთვნილი ყოველწლიური მუნიციპალური ხარჯი” – ამბობს ბადრი ციქუბაძე.

ხიდი 90-იან წლებამდე ბეტონის ნაგებობას წარმოადგენდა. ფრონეს ადიდების დროს დეფორმაცია განიცადა, რის გამოც, კონსტრუქცია შეცვალეს.

კნოლევს სამი მხრიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებული ტერიტორიები აკრავს. ეს ერთადერთი ხიდია, რომელიც დასახლებას რაიონულ ცენტრს აკავშირებს.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი