ლიკანში 2 მისამართზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

808

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა ლიკანში მესხეთის ქ. №29-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტი სკვერის 3 განსხვავებულ ზონად დაყოფას ითვალისწინებს, სადაც ცალკე საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მიმდებარე ქუჩის იერსახე. ქალაქ ბორჯომს კი, კიდევ ერთი ლამაზი რეკრეაციული ზონა შეემატება.

აღსანიშნავია, რომ სკვერის მოწყობა ლიკანში მესხეთის ქ. №105-შიც მიმდინარეობს. შესაბამისი ინფრასტრუქტურით ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები ისარგებლებენ.