ირაკლი კობახიძე: კომიტეტებს ვთხოვ, ყურადღებით გაეცნონ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს

885

მე ვთხოვ კომიტეტებს, ყურადღებით გაეცნონ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ დეპუტატებს პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილი მოტივირებული შენიშვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა .

როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და ”საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შესაბამის წამყვან კომიტეტებს განსახილველად დაუბრუნდათ.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, ხოლო თვითმმართველობის კანონში შეტანილი ცვლილებები – თვითმმართველობის კომიტეტს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა.
აქედან ერთი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი – ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.

წყარო: ინტერპრესნიუსი