ბორჯომის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტ ობიექტზე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

946

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტ ობიექტზე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა სოფელ ტაძრისში სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

სოფელში რეაბილიტაცია უტარდება ბიბლიოთეკის შენობის პირველ სართულს. შეიცვლება იატაკი, ჭერი, კედლები, ელ-გაყვანილობა და კარ-ფანჯარა. მოხდება წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა.

უნდა აღინიშნოს, რომ სოფელს სულ მალე ცეკვისა და სპორტის გაკვეთილებისთვის შესაბამისი დარბაზის არ ქონის საკითხიც მოუგვარდება. სოფელში უკვე დაწყებულია შეხვედრებისთვის განკუთვნილი ფართის რეაბილიტაცია, სადაც აღნიშნული სივრცეები განთავსდება, შენობაში გათვალისწინებულია ასევე გასახდელებისა და სველი წერტილების მოწყობა.