ზურაბ პატარიძე მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს ადგილზე გაეცნო

820

ზურაბ პატარაძე  ხულოს მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან და „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს ადგილზე გაეცნო. კურორტის ხელმძღვანელი მთავრობის თავმჯდომარეს ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებზე, დაგეგმილ სიახლეებზე და კურორტის განვითარების გეგმებზე ესაუბრა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ულამაზესი მწვანე ტბა მაღალმთიან აჭარაში პოპულარული და ტურისტულად დატვირთული მარშრუტია და მას სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი პერსპექტივები აქვს.

ამ ეტაპზე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარატამენტმა განახორციელა.

ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. მიმდინარე წელს პროექტირების პროცესი დასრულდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება სანაგვე ურნები.
პროექტი 2018 წელს დასრულდება.