რომან გოცირიძე – ხელისუფლება დარწმუნებულია თავის წარუმატებლობაში და სურს ისე მოირგოს ,,საარჩევნო კოდექსი”, რომელიც მას გარკვეულ შანსებს მისცემს

698

ხელისუფლება დარწმუნებულია თავის წარუმატებლობაში და სურს ისე მოირგოს ,,საარჩევნო კოდექსი”, რომელიც მას გარკვეულ შანსებს მისცემს, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და ,,საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ყველა საკითხი, რომელიც პარლამენტში იხილება, დაკავშირებულია ერთადერთ თემასთან და ეს არის არჩევნები.

,,დაწყებული კონსტიტუციით, დამთავრებული ეს სამი კანონი, რომელსაც პრეზიდენენტმა ვეტო დაადო, არის პირდაპირ კავშირში არჩევნებთან. აუარესებენ საარჩევნო კოდექსს, კრძალავენ პირდაპირი წესით ნებისმიერი თანამდებობის პირის არჩევას გარდა დეპუტატისა. ხელისუფლება დარწმუნებულია თავის წარუმატებლობაში და სურს, რომ ისე მოირგოს საარჩევნო კოდექსი, რომელიც მას გარკვეულ შანსებს მისცემს. ეს არის ძალადობა საზოგადოებაზე, კანონებზე. ყველა გადაწყვეტილება, რასაც ვიხილავთ, მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ – როგორმე შეინარჩუნონ ხელისუფლება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ასეთი რამ საქართველოში ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა. ,,საარჩევნო კოდექსში” გაყალბების მექანიზმებს დებენ”,- აღნიშნა გოცირიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი