“ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო,”- ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

923

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის სახლთან მომხდარი დაპირპირებისა და სროლის შესახებ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, სამველ პეტროსიანი იხსენებს. დეტალებზე, რომელიც შემთხვევას უძღვოდა წინ, სამველ პეტროსიანმა სააგენტო jnews-თან ისაუბრა.

როგორც სამველ პეტროსიანი ამბობს, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ენზელ მკოიანის შვილი მის შვილთან შესარიგებლა მივიდა.

„ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე. ის ჩანს რამდენჯერ ისროლა მკოიანმა, რამდენჯერ მე და ჩემამდე ვინც ისროდა“, – ამბობს სამველ პეტროსიანი.

ინციდენტის დაწყებას კი ასე იხსენებს: „ინციდენტი არა მკოიანების სახლთან, არამედ ჩვენს კაფესთან ახლოს, მეტიც, კარებთან დაიწყო. ენზელის შვილი 3–4 ადამიანთან ერთად მოვიდა მეგობრულად, ჩემს შვილთან სასაუბროდ. ისინი საუბრობდნენ კონფლიქტის გარეშე . უნდოდათ ურთიერთობების გამოსწორება. ამ მომენტში მოვიდა ძმა (იგულისხმება ენზელ მკოიანის ძმა), ხალხით სავსე 5–6 მანქანით და მოულოდნელად დაესხნენ თავს გეორგს [იგულისხმება სამველ პეტროსიანის შვილი]. ყველაფერი ასე დაიწყო“.

პეტროსიანი ჰყვება, რომ ჰაერში მანაც რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიგონა, რომ მათ მოკვლით ემუქრებოდნენ.

„მე ვისროლე ჰაერში, არ ვიცი ვინ ისროლა პირველმა. მე გავიდი ინციდენტის დასასრულს და ჰაერში გავისროლე რადგან ისინი მოშორებოდნენ ჩემს შვილს. ისინი იძახდნენ – მოკალით პეტროსიანი და მისი შვილი,“ – ამბობს ყოფილი დეპუტატი.

„სამხრეთის კარიბჭე“ შემთხვევის მომენტიდან ცდილობს ენზელ მკოიანთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. დეპუტატი ზარებს არ პასუხობს.

ინციდენტი გუშინ, დაახლოებით 15:00-ზე, ახალქალაქის ცენტრში, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი ახალციხის პოლიციის დეპოარტამენტში დაკითხეს.

სროლის საქმეზე შსს–მ ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.