“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” აჭარის 6 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ონლაინ-კურსებს იწყებს

788

ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ახალგაზრდებისთვის იწყებს ონლაინ-კურსებს, რომლის თემაა ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა აჭარის 6 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე შეუძლიათ.