ჩოხატაურის საკრებულო ორშაბათს გასვლით სხდომას ხელოვნების სასახლეში გამართავს

480

ორშაბათს, 30 მარტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, საკრებულოს შენობის ნაცვლად, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში გაიმართება.

“ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გასვლით სხდომაზე სამი საკითხი განიხილება.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიცპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.

განცადებაში აღნიშნულია, რომ სხდომა ჩატარდება, შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციების, ჰიგიენის წესებისა და სოციალური დისტანციის დაცვით.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის  აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.