სესიაშვილი: არ არის მარტო ის დამოკიდებულება, რომ პრეზიდენტის ვეტო აუცილებლად უნდა დაიძლიოს

784

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსა” და “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შესატან პროექტებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები საკანონმდებლო სივრცესთან თავსებადი არ არის.

“პირველ რიგში შენიშვნებს უნდა გავეცნოთ, ეს არ არის მარტო ის დამოკიდებულება, რომ პრეზიდენტის ვეტო აუცილებლად უნდა დაიძლიოს. ჯერ ვნახოთ ის შენიშვნები, რასაც პრეზიდენტი წარმოადგენს. ზოგადად ის განცხადებები და შენიშვნები, რაც მან გააჟღერა, ვთვლით, რომ არ არის თავსებადი ჩვენი საკანონმდებლო სივრცისთვის, ამაზე ვისმჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას დავძლევთ თუ არა ვეტოს”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსა” და “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტებს ვეტო დაადო. მან საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა.

წყარო: აიპრესი