ჭიათურაში, მღვიმევის ქუჩასა და ჯარბელის დასახლებას შორის არსებული ახალი ხიდის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს

797

ჭიათურაში, მღვიმევის ქუჩასა და ჯარბელის დასახლებას შორის არსებული ახალი ხიდის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ყოფილი პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მღვიმევის ქუჩასა და ჯარბელის დასახლებას შორის არსებული ხიდის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, ამორტიზირებულ ხიდს დემონტაჟი ჩაუტარდა და მის ადგილზე ახალი მოეწყობა.

ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები ჭიათურის მერის მოადგილეებმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები მშენებლებს შეხვდნენ და სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “სინათლე 2006“ ახორციელებს, სამუშაოების ღირებულება 600 000 ლარზე მეტს შეადგენს.

პროექტი 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.