ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა

675

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის მონიტორინგსაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთდ პერმანენტულად ახორციელებს.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშოები სოფელ დიმის ჯ. ღვინჯილიას სახელობის საჯარო სკოლის და სოფელ პირველი ობჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამუშაოები. აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა ბეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “ლომი” ასრულებს და მისი ღირებულება 74,999 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.