ზუგდიდის მერი: სრულად ვაკონტროლებთ ქელეხებს

435
ზუგდიდის მერი, ვიცემერი და მეორე მოადგილე

პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იმ შეზღუდვებზე ისაუბრეს, რომელიც ქელეხებს და სხვა სარიტუალო შეკრებებს ეხება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, ქელეხებში მოქალაქეთა შეკრების შეზღუდვას პოლიციასთან ერთად აკონტროლებს მერიის ზედამხედველობის სამსახური.

„ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე ძალიან რთულია ერთბაშად შევიზღრუდოთ ამ კუთხით და ადამიანებს შევუზღუდოთ გასვენებებში მისვლა,თუმცა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური პოლიციასთან ერთად ჩართულია ამ პროცესში და ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ მუნიციპალტეტში მიმდინარე ქელეხებს და მაქსიმალურად ვუწევთ ორგანიზაციას მოქალაქეებს რომ საგანგებო პირობებში შეზღუდვები იქნეს დაცული და მოქალაქეები არ შეიკრიბონ დისტანციის დაცვის გარეშე“, – განაცხადა მერმა.

სამეგრელo-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, იყო ისეთი შემთხვევები, როცა მოქალაქეებთან პრობლემა იყო „კომუნიკაცია ქელეხთან დაკავშირებით“.

„მნიშვნელოვანია მიცვალებულის პატივისცემა, თუმცა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ქელეხები, ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და სახელმწიფო მაქსიმალურად მოქმედებს ამ სიტუაციის შესაბამისად. ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ასეთი შეკრებებისგან. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა როცა დღეს გვაქვს მაგალითი რაც მოხდა მარნეულში, მინდა რომ ყველამ გაითვალიწინოს ეს“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მარნეულში წლისთავზე მყოფ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. სახლში სადაც ის იმყოფებოდა, მოქალაქეები იყვნენ მარნეულიდან და ბოლნისიდან. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ორ მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა.