კალაძე: სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ასეთ რთულ პერიოდში ანაზღაურების გარეშე არ დარჩებიან

622

თბილისი მერი კახა კალაძე სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ანაზღაურების საკითხს ეხმაურება. როგორც კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართლებით, საბანკო სექტორის ჩართულობით მუშაობენ და მძღოლები „ასეთ რთულ პერიოდში ანაზღაურების გარეშე არ დარჩებიან“ .

„სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, საბანკო სექტორის ჩართულობით და გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მძღოლები, ასეთ რთულ პერიოდში, ანაზღაურების გარეშე არ დარჩებიან,“ – განაცხადა კახა კალაძემ.