დღეიდან ქუთაისში მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს

824

ქუთაისში დღეიდან მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისში ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით.

“ახალი სვლაგეზების მიხედვით, განსაზღვრულია ავტობუსების რაოდენობა და მათი მოძრაობის ინტერვალები. ტრანსპორტის მოძრაობის ახალ სვლაგეზებს აქვე გთავაზობთ. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში და ახალგაზრდობის გამზირზე კი იმოძრავებს სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები“, – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ახალი რეალობის შესაბამისად, გვიწევს მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. ცვლილებები შეეხო საქალაქო ტრანსპორტით მომსახურებასაც. ხვალიდან შეწყდება მიკროავტობუსების მოძრაობა და მხოლოდ ავტობუსები მოემსახურება მოქალაქეებს. ქალაქში არ გვექნება ისეთი მიმართულება და უბანი, სადაც ავტობუსი არ იმოძრავებს“, – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

საქართველოს მასშტაბით ქალაქებში, მათ შორის თბილისში, დღეიდან მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება.