იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული: ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს

489

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქალაქიდან ქალაქში გადასვლა მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

როგორც შალამბერიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, გადაუდებელ შემთხვევაში მოხდება ავტობუსების მობილიზება.

„ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეს ადამიანები თვითონვე უქმნიან საფრთხეს ერთმანეთს, ვინც შეიძლება ერთ მიკროავტობუსში იყოს მოთავსებული. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ძალიან დეტალურად ყველა ის ადამიანი, ვინც ქალაქიდან ქალაქში სამსახურში დადის და თუ ეს იქნება გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობით, ჩვენ შევძლებთ ავტობუსების მობილიზებას, სადაც შეიძლება დავიცვათ უსაფრთხოებით წესები. ავტობუსში, რომელშიც ეტევა 50 ადამიანი, შეგვიძლია განვათავსოთ მხოლოდ 20, ოღონდ იმ სტანდარტის დაცვით, რომ მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ“, – განაცხადა შალამბერიძემ.