სოფელ გრიგოლიშს ძველი სახელი დაუბრუნდა

733

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშს სახელი გადაერქვა. დღეიდან ის ძველი სახელწოდებით – ალერტკარად იწოდება. საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავას განცხადებით, სოფლის მოსახლეობამ მიმართა მათ შესაბამისი წერილით.

„სამთავრობო კომისიამ მიიღო დადგენილება. ჩვენ მოვიყვანეთ შესაბამისობაში. ალერტკარი არის ძველი ქრისტიანული სალოცავი, ხატი და ამიტომ მოსახლეობას უნდოდა ეს სახელი რქმეოდა“, – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, ცვლილება ადგილობრივების 70%-ის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

ალერტკარი უბანს თავის დროზე ცენტრში არსებული ალერტის ეკლესიის სახელწოდებიდან გამომდინარე ეწოდა. ადრე ის გაერთიანებული იყო სოფელ ყულიშკართან, რომელსაც გამოეყო 1934 წელს, როგორც ცალკე სოფელი.

რაც შეეხება გრიგოლიშის სახელწოდებას, ის რევოლუციონერ გრიგოლ როგავასთანაა დაკავშირებული.

წყარო: ლაივპრესი