მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

524

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

“უახლოეს პერიოდში, ხვალიდან, აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის საკმაოდ რთული მენეჯმენტისათვის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა”, — განაცხადა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი და მეტრო. მისივე თქმით, მათ დაევალათ ყოველდღიურად ჩაატარონ დეზინფექცია.

“მერიის სატრანსპორტო საშუალებები მოცულობით არის ბევრად უფრო დიდი და მათი დეზინფექცირება და ეპიდემიოლოგიურ, ნორმალურ მდგომარეობაში შენახვა არის ბევრად უფრო მარტივი. სამარშურტო ტაქსებში, სიმჭიდროვეც სხვა არის, მათი კონტროლიც ბევრად უფრო რთულია”, – განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ “არ არის არავითარი პანიკის საფუძველი”.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 34 შემთხვაა დადასტურებული.