გორის ცენტრალურ ქუჩებზე ახალი საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა

468

გორში, ჭავჭავაძისა და სტალინის გამზირზე ახალი საფეხმავლო სივრცეების მოწყობისთვის 990 320 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 26 მარტს სრულდება.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხმავლოების შემდეგ მონაკვეთებს:

სტალინის გამზირი აღმოსავლეთით – სასტუმრო ინტურისტისტიდან (№26-დან) ჭავჭავაძის გამზირამდე;

სტალინის გამზირი დასავლეთით – ქუთაისის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე (№13-დან №31- ის ჩათვლით);

ჭავჭავაძის გამზირი ჩრდილოეთით – ცაბაძიდან გელდიაშვილის ქუჩამდე;

ჭავჭავაძის გამზირი სამხრეთით – რუსთაველის ქუჩიდან სტალინის გამზირამდე;

ტროტუარების სარეაბილიტაციო ნაწილის სიგრძე 3000 მეტრს, ფართობი კი 8184 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში საფეხმავლოების გარკვეულ მონაკვეთებზე (დაახლოებით 1000 მეტრზე) საჭიროებიდან გამომდინარე დამონტაჟდება მოაჯირებიც.