ზუგდიდის უფასო სასადილოს მომხმარებლებს საკვებს სახლში გაატანენ

57

ზუგდიდში უფასო სასადილოს სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, თავიანთ ულუფას სახლში გაატანენ, – ამბობენ ზუგდიდის მერიაში.

„კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით გაცემული რეკომენდაციების თანახმად, დღეიდან უფასო სასადილოში მომსახურების წესი იცვლება. ბენეფიციარებს შეეძლებათ კუთვნილი ულუფა სახლში წაიღონ. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ, რომ არ იყოს რიგები“, – განაცხადეს ზუგდიდის მერიაში.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 280 – მდე მოქალაქე სარგებლობს უფასო სასადილოს სერვისით.

ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა სალომე ფაცაციამ მოხალისეთა ჯგუფი შექმნა ხანდაზმულთათვის სასადილოდან საკვების მისატანად, თუმცა მერიაში აცხადებენ რომ ჯერ მოხალისეების დახმარების საჭიროება არ არის.