ლაგოდეხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

60

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ამჟამად მუნიციპალიტეტში 10 პროექტი ხორციელება, რაც ჯამურად მუნიციპალიტეტში 20 კმ- მდე ახალი გზის საფარის დაგებას გულისხმობს.

ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება ორი ახალი სკოლა კაბალსა და ჰერეთისკარში.

ამის პარალელურად, დაგეგმილია 700 000 ლარზე მეტი ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში და ახალი ბაღის მშენებლობა.

ლაგოდეხში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერ, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად მოინახულა.