გორში, 9 აპრილის მემორიალთან კომპოზიციის მოსაწყობად მერია კონკურსს აცხადებს

469

გორში, სამეფოს ქუჩაზე არსებული 9 აპრილის სახელობის მემორიალზე კომპოზიციის მოწყობისა და დაღუპულთა სახელების და გვარების ამოტვიფვრის ესკიზისა და შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კონკურსის საშუალებით შედგენის შესყიდვისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულება 1 230 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 

“პროექტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელშიც მითითებული იქნება მემორიალისა და ძეგლის კონცეფცია, მემორიალისა და ძეგლის დამზადებაზე გამოსაყენებელი მასალის ანოტაცია, მემორიალისა და ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის კონცეფცია და ა.შ”,- ირკვევა სატენდერო დოკუმენტიდან.

9 აპრილის სახელობის მემორიალის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის მერიას 50 000 ლარი აქს გათვალისწინებული.