რუსთავის მერია ადგილობრივ მეწარმეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლებს

445

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის მერია ადგილობრივ მეწარმეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლებს.

„მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსთავის მერიამ საკრებულოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მეწარმეები და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები, გარკვეული დროით, გათავისუფლდებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან”, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მათი ცნობით, გადაწყვეტილებას, თუ რა პერიოდის განმავლობაში იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლებულები, რუსთავის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მიიღებენ.