თბილისში თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

894

საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები სრულდება.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, ახლა კი, 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. 

„ვაშლიჯვრის მოსახლეობისთვის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გზა დაზიანებული იყო. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავად იმოძრავებს. ასევე, ახალი საფეხმავლო ბილიკიც მოეწყო, რათა მოსახლეობამ  უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილება შეძლოს“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 124 000 ლარია გამოყოფილი.