საპროექტო წინადადებების შემუშავების მეთოდოლოგიასა და შეფასების კრიტერიუმებზე საპილოტე რეგიონებში შეხვედრები გაიმართა

721

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის, იმერეთის, რაჭალეჩხუმისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციებში სამუშაო შეხვედრები გამართეს

შეხვედრებში მონაწილეობდნენსამხარეო ადმინისტრაციების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს და იმსჯელეს პროგრამით გათვალისწინებულ იმ ახალ მიდგომებზე, რომელიც საპროექტო წინადადებების შემუშავების მეთოდოლოგიას, წარდგენილი პროექტების შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს უკავშირდება. მუნიციპალიტეტების მხრიდან საპროექტო წინადადებებთან დაკავშირებული განაცხადების მიღება, პროგრამის განხორცილების გეგმის თანახმად, აპრილში იგეგმება.

“„2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაეფუძნება ევროკავშირის რეგიონულის განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს, რაც გულისხმობს ტერიტორიაზე მორგებული, ინტეგრირებული ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას. ამასთანავე, პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 63.75 მილიონი ევროთი დაფინასებას, რომლის დიდი ნაწილი ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ”, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.