გორის მერის ყოფილი მოადგილე მზადაა კუთვნილი ფართები საკარანტინო ზონას დაუთმოს

551

გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე მზადაა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ფართები საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზონად გამოიყენოს.

ეკატერინე სუხიშვილი აცხადებს, რომ გორში მდებარე “ევრორეგიონული უნივერსიტეტის” შენობის (2 500 კვ მ) გარდა ამ მიზნით მისი სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი სამედიცინო დახმარებისთვის მოხალისეობრივად ჩართოს.

“მე ეკატერინე სუხიშვილი ჩემი ოჯახის წევრების მხარდაჭერით,გამოვთქვამ ზაობას, საჭიროების შემთხვევაში შპს “ევრორეგიონული უნივერსიტეტის” და კოლეჯი “ამაგის” კუთვნილი შენობა 2500 კვ/მ, რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრებაა, გამოვიყენოთ საკარანტინო ზონად. ასევე გამოვთქვამ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში შპს “სოფია მკურნალის” მედპერსონალთან ერთად გავხდეთ მოხალისეები და დავეხმაროთ ჩვენ მოქალაქეებს. ღმერთმა დაგვიფაროს ამის საჭიროებისგან. სიმშვიდეს და მხნეობას გისურვებთ. მადლობა ყველას ვინც ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე”, – წერს სუხიშვილი.