ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, იაფის სახლის პროგრამაში რეგისტრაცია დროებით შეჩერდა

72

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, იაფის სახლის პროგრამაში რეგისტრაცია და მოქალაქეების მიღება დროებით შეჩერდა. შეზღუდვები კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ამ ეტაპზე, მოქალაქეების განცხადებების მიღება 15 აპრილამდე გადაიდო.

”ისეთი ტიპის პროგრამების განხორციელება, რომელიც მოსახლეობის დიდი ოდენობის თავშეყრას გულისხმობს შეჩერდება. ასეთი არის მაგალითად ხელმისაწვდომი საცხოვრისის ანუ იაფი სახლის პროგრამა. 15 აპრილამდე შეჩერდება, როგორც მოქალაქეებთან კონსულტაცია, ასევე განაცხადების მიღებაც” – თქვა ბათუმის მერმა ბრიფინგზე.

იაფ სახლში ბინების მიღების მსურველების რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 29 მაისს უნდა დასრულებულიყო.

ლაშა კომახიძის განცხადებით, ასევე გაუქმდა ყველა ხალხმრავალ ღონისძიებას „ბათუმობაც“.

მერიის სამსახურები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადიან.