ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 12 მისამართზე მიმდინარეობს

612

ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 12 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის მე-4 კვ. N7 კორპუსში ხორციელდება. წყალარინების გარე ქსელი 121 გრძივ მეტრზე იცვლება, 185 გრძივ მეტრზე კი შიდა ქსელის რეაბილიტაცია ხდება. ასევე, 6 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ზღვის უბანში აქტიურად მიმდინარეობს კორპუსების ინფრასტრუქტურისა და ამორტიზებული ქსელების რეაბილიტაცია. კონკრეტულად ამ პროექტით 45 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 35 016 ლარს დახარჯავს.