ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

1065

ქუთაისის მერია მთავრობის რეკომენდაციის თანახმად, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. მერიის ინფორმაციით,სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები.

“რეკომენდაციის შესაბამისად, ქუთაისის მერიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუშაობის დისტანციური რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. ამ რეჟიმით იმუშავებს აუდიტის, არქიტექტურის, საფინანსო , ეკონომიკის და სამხედრო სამსახურები. ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის , ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები, რომელთა თანამშრომლები მორიგეობით შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რათა ხელი არ შეეშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას”,- ნათქავმია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით, ყველა სახელმწიფო უწყება უნდა გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე. რეკომენდაცია ეხება კერძო სტრუქტურებსაც.

Facebook live-ის რეჟიმში გადაიცემა 13 მარტს ქუთაისის საკრებულოს სხდომაც.