სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს

46

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში მუშაობის რეჟიმი იცვლება. თვითმმართველობებს მოქალაქეებთან დისტანციური ურთიერთობა ექნებათ. თანამშომლების ნაწილი სახლიდან, ნაწილი კი ადმინისტრაციული შენობებიდან იმუშვებს

12 მარტიდან, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მუშაობას დისტანციურ რეჟმში დაიწყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ. მერიის შენობაში არსებულ „სათნოების სახლში“ კი, ყოველდღიურად მომზადდება სადილი და ბენეფიციარებს კონტეინერებით კუთვნილი ულუფების სახლში წაღება შეეძლებათ.

ახალციხის გარდა, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაც, ასევე, მსგავი სამუშაო რეჟიმი იქნება ასპინძისა და ახალქალაქის თვითმმართველობებშიც.

დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე რეგიონში პირველად ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები გადავიდნენ.