დისტანციური მუშაობის რეჟიმზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც გადადის

1361

13 მარტიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. ამასთან, მინისტრსა და მის მოადგილეებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ და ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

„დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას ზიანს მიაყენებს“, – განმარტავენ სამინისტროში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომაზე სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 მარტიდან უწყება დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის.