სიღნაღის სოფელ ანაგაში ნაპირსამაგრი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება

607

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში „მთავარანგელოზის ხევის“ ნაპირსამაგრი სამუშაოები დაფინანსდება.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, 51 ათას ლარზე მეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიიმართება, რაც სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წინა წელს დარჩენილი ეკონომიაა.

“ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია ოთხიარუსიანი, ოთხი მეტრი სიმაღლის გაბიონის მოწყობა, მაგრამ ხევის ნაპირზე გამავალ საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, აუცილებელია გაბიონის სიმაღლის  მომატება ერთი მეტრით და სხვა მცირე სამუშაობის დასრულება. 

პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება სტიქიის საფრთხე და შესაძლო ზიანი”, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.