სააღდგომო საჩუქრებისთვის ზუგდიდის მერიამ 36 ათას ლარამდე გამოყო

464

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სასაჩუქრედ პროდუქტებს შეიძენს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემენ მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს, მარტოხელა მშობლებს, სოციალურად დაუცველებს, სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებს და უფასო სასადილოს მომხმარებლებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 ათას 640 ლარია.

პასკა, შესქელებული რძე, ნაღების კარაქი, კარამელი, ფქვილი, კვერცხი, საღებავი, ხორცის კონსერვი, ვაფლის ტორტი, ეს ნაწილია იმ პროდუქტების, რომლებსაც ამ ადამიანებს გადასცემენ.

მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 14 აპრილამდე უნდა განხორციელდეს.