თავისუფალმა დემოკრატებმა თბილისის მერის არჩევნებზე მხარი, შესაძლოა, ალეკო ელისაშვილს დაუჭირონ

702

თავისუფალი  დემოკრატები არ გამორიცხავენ, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი თბილისი მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს დაუჭირონ.  ნინო გოგუაძეს, შალვა შავგულიძეს და ალეკო ელისაშვილს შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა, რომელზეც მხარეებმა პოლიტიკურ საკითხებზე და თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს.