სამტრედიაში, ლაღიძის ჩიხში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება

522

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, გზების ასფალტ- ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამჯერად ასფალტ-ბეტონის საფარი ლაღიძის ჩიხში იგება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ლატექსი” ასრულებს.

მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 22 475 მ. გზა დაიგება.