კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ქვემო ქართლში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული გაუქმდა

867

კორონავირუსის საფრთხის გამო, ქვემო ქართლში გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, რომელიც 19-21 მარტს აღინიშნება. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

“სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდა მოქალაქეთა მიღება და გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად მიმდინარე თვის განმავლობაში აღინიშნება”, – ნათქვამია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.

მოსახლეობა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღებას სატელეფონო კომუნიკაციის გზით შეძლებს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია:

ცხელი ხაზის ნომერი – (0341) 222 854, 222 838

ელ.ფოსტა – info@kvemokartli.gov.ge

რუსთავი:

ცხელი ხაზი – (0341)255 127, 255 183, 270 005.

ელ.ფოსტა – rustavi.municipality@rustavi.gov.ge

sakrebulo.aparati@rustavi.gov.ge

ბოლნისი:

ცხელი ხაზის ნომერი – (0358) 222 555

ელ.ფოსტა – bolnisimunicipality@bolnisi. gov. ge ;

bolnisimunicipality@gmail.com

გარდაბანი:

ცხელი ხაზი – 595 24 26 62

ელ.ფოსტა – meria@gardabani.gov.ge

დმანისი:

ცხელი ხაზის ნომერი – (0360) 222 464

ელ.ფოსტა – dmanisi.mun@dmanisi.gov.ge

თეთრიწყარო:

ცხელი ხაზი – (0359) 22 23 38

ელ.ფოსტა – meria@tetritskaro.gov.ge

წალკა:

ცხელი ხაზის ნომერი – 599857030

ელ.ფოსტა – meria@tsalka.gov.ge“, – აღნიშნულია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებაში.