ბათუმში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

737

ბათუმში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.

“KfW-ს პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ცენტრალური წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემა.სამუშაოები უკვე დასრულდა სულაბერიძის ქუჩიდან ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. ამჟამად კი სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის საერთო სიგრძე 1865 გრძ.მ-ს შეადგენს.

პროექტის ღირებულება კი 4 982 773 ლარია. აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის აპრილში დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.