გორში ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია იწყება

62

გორში კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის რეაბილიტაცია იწყება. გორის მერიის ცნობით,  ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას 240 650 ლარი მოხმარდება.

სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი 4 მარტს გამოცხადა. პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავი და ფანჯრები, რეაბილიტირდება ფასადი, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო სისტემებები, მუზეუმის ეზოში მოეწყობა ღია საგამოფენო პავილიონი, გარე განათება, დაიდგმება დასასვენებელი სკამები. პროექტი შესაძლებლობის მიხედვით ითვალისწინებს ასევე შშმ პირების შესაძლებლობებს.

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც 48 100-ზე მეტი ექსპონანტია დაცული, კირიონ II-ის ქუჩაზე მდებარეობს. მუზეუმი 1935 წელს გაიხსნა.