“ევროპულმა საქართველომ” სენაკში მერობის კანდიდატი წარადგინა

758

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სენაკში მერობის კანდიდატი მურად შამათავა და სენაკის ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

დავით ბაქრაძე მოსახლეობას სენაკში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

პარტიის ეკონომიკური გეგმის მიხედვით, სენაკში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით, პენსია  20 ლარით გაიზრდება.

დავით ბაქრაძემ, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო.

წყარო: რუსთავი 2