თელავის საფეხბურთო კლუბს ახალი სპონსორები ყავს

689

საფეხბურთო კლუბ “თელავს” კიდევ ერთი ახალი სპონსორი კომპანია “კროკობეთი” ეყოლება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

კლუბსა და კომპანიას შორის 1 წლიანი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმების მიზანია, რომ კლუბმა კომპანიის დახმარებით 2020 წელს უმაღლესი ლიგის ჩემპიონის სტატუსის მიიღოს.

“კროკობეთის და საფეხბურთო კლუბ თელავის ისტორიები ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ მოკლე დროში დავიმკვიდრეთ ადგილი უმაღლეს ლიგაში. ამ მხრივ გვინდა, თელავის საფეხბურთო კლუბს ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ და ამ კლუბის განვითარებაში წვლილი შევიტანოთ’’,- განაცხადა კომპანიის ბიზნეს განვითარების მენეჯერმა გიორგი ბარნაბიშვილმა.

თელავის საფეხბურთო კლუბში აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა და მათი მიზანია სამომავლოდ ეროვნულ ლიგაში თავის დამკვიდრება.

გარდა ამისა, საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის “JAKO”-ს ეკიპირებით შეიმოსებიან. კლუბის ხელმძღვანელებმა კომპანია “TEAM SPORT”-თან გააფორეს ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის JAKO-ს ეკიპირებით შემოსვას.

კომპანია თელავის საფეხბურთო კლუბის ტექნიკური სპონსორი 1 წლის განმავლობაში იქნება.