დღეიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანია

81

წინა სტატია

დღეიდან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში დამთვალიერებლისთვის შესვლა ფასიანია.

ბაღის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების მიხედვით, საქართველოს მოქალაქისთვის ერთჯერადად შესვლა 2 ლარია, ხოლო უცხოეთის მოქალაქისთვის 5 ლარი.

“ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” დირექტორის ზვიად ქარჩავას განცხადებით, თვეში ერთი დღე, პარასკევი, ყველასათვის უფასოა. ასევე, უფასოა შესვლა დილის 6 დან 9 საათამდე. ამასთან, უფასოდ დაიშვებიან 9 წლამდე ბავშვებიც.

“გადახდა შესაძლებელია, სწრაფი გადახდის აპარატით. დაწესებული გვაქვს სააბონომენტო ტარიფებიც. აბონომენტის შეძენის შემთხვევაში შესვლისას არ იქნება საჭირო პირადობის მოწმობა“, – განაცხადა ზვიად ქარჩავამ.

საბონომენტო ტრიფები ასეთია: 15 შესვლა – 20 ლარი, 30 შესვლა – 40 ლარი, 60 შესვლა – 70 ლარი, 90 შესვლა კი 90 ლარი.