2020 წლის არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება – ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ

1134

შემდეგი სტატია

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია.

მოლაპარაკების მხარეების წარმომადგენლებმა, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული კონსულტაციების შემდეგ, განაცხადეს, რომ ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთ პროცენტიან ბარიერზზე, 40 %-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

მათივე თქმით, მოლაპარაკების მონაწილეებს შორის ამის შესახებ მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” დანაპირები არ შეასრულა და გასული წლის 14 ნოემბერს 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო.