რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსებში ცეცხლმაქრები მონტაჟდება

718

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია ინტერტრანსი ცეცხლმაქრებს ამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

როგორც ინფო რუსთავს კომპანიაში განუცხადეს, პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და პირველი ეტაპი კვირის ბოლომდე დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, ცეცხმაქრი მძღოლისთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე მონტაჟდება.